სახალხო თეატრების ფესტივალის კვირეული, 24 სექტმებერს 17:00 საათზე ქალაქ მარნეულის კულტურის სახლში გაიხსნება, რომელზე დასწრებაც თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.
ფესტივალის გახსნის ცერემონიის შემდეგ, წარმოდგენილი იქნება კულტურის ცენტრთან არსებული თეატრალური დასის სპექტაკლის „დაარქვი, რაც გინდას" პრემიერა, გოჩა ხვიჩიას რეჟისორობით, რომელიც ამავე ფესტივალის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წარმოდგენილი რვა სახალხო თეატრი.