"უგულავა _ კაბელების საქმის" არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა.
მხარეებმა დასკვნითი სიტყვები თქვეს. რის შემდეგაც პლენუმი გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა, თუმცა, როდის გახდება ის ცნობილი, ჯერჯერობით, არ კონკრეტდება.
მოსარჩელე მხარეს სასამართლოს მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის იმედი არ აქვს.
როგორც ბექა ბასილაიამ განაცხადა ბოლო პეროდში საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ მთავრობის მიერ გახორციელებული თავდასხმები ოპტიმიზმის საფუძვლებს არ იძლევა. ე.წ. "კაბელების საქმის" ადვოკატის განცხადებით, თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, დაკავებულები უპირობოდ გათავისუფლდებიან.