წუხელ ლანჩხუთში, სოფელ წყალწმინდაში, პოლიციის შენობის წინ მდებარე "გალფის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.
როგორც გვითხრეს, თავდამსხმელები უნიღბოდ იყვნენ და ბენზინგასამართი სადგურიდან სეიფი წაიღეს.
ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშის. უწყების პრესსამსახურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ჩოხატაურის პოლიციის გვერდით მდებარე საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიც გაიქურდა. დამნაშავეებმა მაშინ 10 000 ლარი წაიღეს. საქმე დღემდე გაუხსნელია.