დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები გაიმართება. კენჭისყრა 14 საათზე დაიწყება და 2 საათს გასტანს.
ფაქტს ეხმაურება განათლების მინისტრი ავთანდილ ჯეჯელავა.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, შარვაშიძე განათლების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მენეჯერია. ალექსანდრე ჯეჯელავამ ყველა კანდიდატს წარმატება უსურვა.
„გამოუცდელი ადამიანი თსუ-ს რექტორად არ გვჭირდება. გამოცდილი ან კომერციული სექტორიდან იქნება, ან საჯარო. შესაბამისად, ვისაც უნდა, რომ პრეტენზია ჰქონდეს, შეძლებს, რომ პრეტენზია ჰქონდეს. მე ვფიქრობ, რომ გია შარვაშიძე არის ერთ-ერთი გამოცდილი მენეჯერი განათლების კუთხით და ამიტომ თუ ვინმეს ხელში დამოუკიდებელი და ძლიერი შეიძლება იყოს უნივერსიტეტი, მათ შორის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან, ასეთი რექტორი იქნება. სხვა კანდიდატებიც ასევე ძალიან კარგია, ყველას მინდა წარმატება ვუსურვო“, _ განაცხადა ჯეჯელავამ.
მინისტრმა პირობა მისცა მოქალაქეებს, რომ თსუ-სა და ყველა სხვა უნივერსიტეტში იქნება დამოუკიდებლობა ნებისმიერი რექტორის შემთხვევაში, ხოლო გია შარვაშიძის გამარჯვების შემთხვევაში მთავრობის ინტერესების გატარებას უნივერსიტეტში ის გამორიცხავს და იმედი აქვს, რომ სახელმწიფოს ინტერესები გატარდება, რაც ქვეყანას და ქართველ ახალგაზრდებს სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კანდიდატად განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე, პროფესორი ცირა ბარამიძე და ფილოსოფოსი და მთარგმნელი გია ბარამიძე დარეგისტრირდნენ.