ევროკავშირის მიერ საქართველოს მთავრობისათვის დევნილთა განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის კუთხით გაწეული მხარდაჭერის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ოფიციალურად დახურეს პროექტი, რომელიც დევნილთა სამინისტროს ბოლო 28 თვის განმავლობაში ეხმარებოდა.
2014 წლის ივნისიდან წამყვანმა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა აქტიურად ითანამშრომლეს სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებთან, რათა გაძლიერებულიყო სამინისტროს შესაძლებლობები დევნილთა სამართლიანი და ხარისხიანი მომსახურების კუთხით.
პროექტის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის მიერ ,,დევნილთა სამინისტროს პროცესებზე ორიენტირებული ტექნიკური დახმარების პროექტის“ საშუალებით სამინისტროსათვის გაწეული მხარდაჭერის ფარგლებში მიღწეული ძირითადი შედეგები:
• სამინისტროს გაზრდილი შესაძლებლობები ანალიზის, დაგეგმვისა და ანგარიშგების საკითხებში;
• გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში საცხოვრებელი ფართების განაწილების სამართლიანობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ახლადშემუშავებული სისტემები და პროცესები;
• სამინისტროს ცენტრალური და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებისათვის ჩატარებული ტრენინგები ძირითად კომპეტენციებში, კვლევების ჩატარების, პოლიტიკის შემუშავებისა და კომუნიკაციის ჩათვლით;
• დევნილთა და საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმების განხორციელების კუთხით გაწეული მხარდაჭერა.

პროექტის დახურვისადმი მიძღვნილ შეხვედრას დევნილთა და სხვა დარგობრივი სამინისტროების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. (R)