„ცივილურ გაყრაზე საუბრობს, საკმაოდ ცივილურად გავეყარეთ, უბრალოდ, ამ გაყრის შემდეგ არ არის საჭირო ისეთი ხმამარალი განცხადებების გაკეთება", _ ეს განცხადება ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ დავითუსუფაშვილის მიერ გასაჯაროებული წერილის პასუსუხად გააკეთა.
"შეიძლება რაღაც დეტალებზე ვისაუბროთ, მაგრამ რაღაც შეცდომებიც უნდა ვაღიაროთ, ალბათ. ამპარტავნებისგან მართლაც უნდა გავთავისუფლდეთ. სწორედაც ეს სიტყვა მატყუარა, სიცრუე, ჯერ ერთადაც რომ ვიყავით და საკმაოდ სერიოზულ კანონპროექტებზე ვმუშაობდით, მაშინაც ძალიან ბევრჯერ მომიხდა ვითარების გადარჩენა, რომ ეს შეხლა შემოხლა სიტყვიერი არ გადაზრდილიყო გარკვეულ სკანდალში. ბევრჯერ დაგვაყენეს ამის წინაშე. საერთოდ, ეს როყიო განცხადებები არის სტილი, მეთოდი, რომელიც ახასიათებს რესპუბლიკურ პარტიას", _ განაცხადა გია ვოლსკიმ.