თსუ-ს ახლად არჩეულმა რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი უკვე გააკეთა.
როგორც გია შარვაშიძემ აღნიშნა, აპირებს დაიწყოს საქმიანობა იმ კონცეფციის მიხედვით, რომელიც წარუდგინა საბჭოს წევრებს.
„ვაპირებ, რომ დავიწყო საქმიანობა კონცეფციის მიხედვით, რომელიც აკადემიურ საბჭოზე წარვადგინე. უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება ქმედებები, რომელიც მეცნიერების განვითარებას და სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებას შეეხება. ვაპირებ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიჯი ავამაღლო“, _ განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
შარვაშიძემ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა აკადემიური საბჭოს წევრებს.