გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24-25 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი დაცემა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იწვიმებს, მაღალმთიან რაიონებში თოვლი ან თოვლჭყაპია ნავარაუდები.
25 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექი წვიმის სახით შენარჩუნდება. მაღალმთიან რაიონებში კი ღამით ისევ თოვლჭყაპს ელოდებიან, ჰაერის ტემპერატურა მთაში ღამით -1 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი +4 იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ღამით თოვლი იქნება. ღამით ჰაერის ტემპერატურადღისით +1, ღამით კი -4 დაფიქსირდება.