ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს , საკუთარი შემოსავლებით განახორციელებს – ეს გადაწყვეტილება ამ წუთებში მუნიციპალიტეტის საკრებულომ ერთხმად მიიღო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, კერძოდ, შემოსავლებისა და გადასახდელების ნაწილი 205 000 ათასი ლარით გაიზარდა. თანხა სრულიად ბოლო დღეებში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლის სახურავების სრულ რეაბილიტაციას მოხმარდება.
„აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტი ბიუჯეტში საკუთარი შემოსულობებით ახერხებს, მოსახლეობისთვის სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლის სახურავების გამოცვლას. ეს ჩვენ მოვახერხეთ უმოკლეს დროში. ასევე ოპერატიულად დაიწყება სამუშაოები და დაზიანებული სახურავების არა ნაწილობრივ, არამედ სრული რეაბილიტაცია მოხდება", _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.
21 სექტემბერს სოფელ ბოხვაურში 23 საცხოვრებელ სახლს ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა, დაიტბორა ადგილობრივი მაცხოვრებლების ეზოები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალი 200 000 ლარს აჭარბებს.