გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საღამოს დედაქალაქში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.
როგორც "გურია ნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.
"დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ძლიერად წვიმდა. სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, სვანიძის ქუჩაზე ნალექების რაოდენობამ 23მმ შეადგინა, ბაგების ხევში -18მმ, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე -31 მმ.
ამ საღამოს ზომიერი წვიმა შენარჩუნდება.გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი და წვიმის ინტენსივობა შესუსტდება", _ აღნიშნავენ სააგენტოში.
ცნობისთვის, ძლიერმა წვიმამ თბილისის გარკვეულ უბნებში სარდაფები და საცხოვრებლები დატბორა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, წვიმის გამო გამოძახებები სამგორის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, დაიტბორა სარდაფები და საცხოვრებელი ფართები, რის გამოც წყლის ამოტუმბვის სამუშაოები ტარდება.