ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2050-ზე მეტრზე, კურორტ ბახმაროში უკვე გათოვდა. კურორტის დირექტორის, დავით საჯაიას ინფორმაციით, თოვა გუშინ დაიწყო, თუმცა, ახლა შეჩერდა.
ბახმაროსგან განსხვავებით ამ წუთებშიც თოვს გოდერძის უღელტეხილზე _ მაღალმთიან აჭარაში, თუმცა როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ თოვლის საფარი დიდი არ არის.