პროექტ „ახალი ტფილისის“ I ეტაპი 1 დღეში დასრულდება. განახლებული აღმაშენებლის გამზირი 25 სექტემბერს გაიხსნება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დაიწყო. პროექტის ფარგლებში, სხვა სამუშაოებთან ერთად, რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა 47 ისტორიულ შენობას.
აქედან, 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. რესტავრაციისას სპეციალისტებმა შენობებზე მე-19 საუკუნის დასაწყისის აბრები აღმოაჩინეს, რომლებზეც მეპატრონის ინიციალები ან კომერციული ობიექტების სახელები ეწერა. რესტავრატორებმა წარწერები პირვანდელი სახით აღადგინეს. ამ ინფორმაციას და ექსკლუზიურ ფოტოებს "მარკეტერი" ავრცელებს.