"შენი ოჯახის წევრები 2012 წლამდე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა პირად ნომრებს და ხელმოწერებს აგროვებდნენ," _ "ქართული ოცნების" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არჩილ თალაკვაძეს ეს ბრალდება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა დავით მჟავანაძემ გადაცემაში "ა' რჩევანი" წაუყენა. ამ განცხადების საპასუხოდ თალაკვაძემ მტკიცებულებები მოითხოვა და აღნიშნა, რომ მჟავანაძე პოლიტიკოსად ვერასდროს შედგება, რადგან მხოლოდ სიცრიუს ტირაჟირებით არის დაკავებული.
უყურეთ "ა' რჩევანი"-ს დაძაბულ დებატებს და გაიგებთ რაში ადანაშაულებს არჩილ თალაკვაძე დავით მჟავანაძეს; აქვს თუ ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები "ნაციონალების" კანდიდატს; რა შეუთვალა კახი კალაძის მეგობარმა ილა კეჭაყმაძემ მჟავანაძეს; რატომ ვერ ისაუბრეს არჩილ თალაკვაძე ბახმაროს განვითარებაზე; რა შუაშია საარჩევნო კამპანიასთან სოფლის ექიმები და რა გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში ყოფნის დროს.
ამავე გადაცემიდან გაიგებთ კანდიდატების მოსაზრებებს იმის შესახებ თუ რატომ უნდა მისცეთ მათ ხმა.