დღეს, „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე, თანაგუნდელებთან ერთად ჩოხატაურში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მხარდამჭერებს შეხვდა.
საკმაოდ ხალხმრავალი შეხვედრა, რომელსაც ჩოხატაურის, მისი მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები და სხვადასხვა ა(ა)იპ-ებსა და სკოლებში დასაქმებული ადამიანები ესწრებოდნენ, ჩოხატაურის კინოსახლში გაიმართა,
პარტიის თავმჯდომარემ შეკრებილ მოსახლეობას ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გაერთიანებული ოლქის დეპუტატობის კანდიდატი, გურამ ჩალაგაშვილი კიდევ ერთხელ წარუდგინა, პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო და მათ, "მოძრაობის" ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე ესაუბრა, რომლითაც, მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას შეძლებს.