რთველის პროცესი კახეთის რეგიონში გრძელდება. 25 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 71,3 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 38,5 ათასი ტონა _ რქაწითელი, 28,7 ათასი ტონა _ საფერავი, 2,1 ათასი ტონა _ კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 11 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 62 მლნ-ზე მეტი ლარი მიიღეს.
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი – 24,8 ათასი ტონა, ყვარელი – 17,5 ათასი ტონა, თელავი – 16,8 ათასი ტონა, სიღნაღი – 6,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 1,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 2,1 ათასი ტონა, ახმეტა – 1,1 ტონა ტონა და საგარეჯო – 937.
24 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 2,3 ათასი ტონა შეადგინა.
ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 29 ღვინის კომპანია, მათ შორის, 9 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.
ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა:
კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახური მწვანეზე – 1 კგ-ზე – 0,45 ლარი;
საფერავზე – 1 კგ-ზე – 0,20 ლარი;
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე – 1 კგ-ზე – 2 ლარი.
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501.
რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ, იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე: http://georgianwine.gov.ge/statistic და http://rtveli2016.gov.ge/statistic . (R)