ტელეკომპანია „ეი-ბი-სი“-სა და „ვაშინგტონ პოსტის“ ერთობლივი გამოკითხვებით, აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი პირველი დებატების წინ, პოპულარობით, რესპუბლიკელ კანდიდატს დონალდ ტრამპს 2%-ით უსწრებს.
შედეგებმა აჩვენა, რომ 46 % ხმას კლინტონს მისცემდა, 44 % _ ტრამპს.
გამოკითხულებისგან ასევე, აინტერესებდათ, ვინ გაიმარჯვებს დებადეტებისას. 47 %-ის აზრით, გამარჯვებული ჰილარი კლინტონი იქნება, 33 % კი გამარჯვებას ტრამპს უწინასწარმეტველებს.
ორი საპრეზიდენტო კანდიდატის პირველი საპრეზიდენტო დებატები 26 სექტემბერს გაიმართება.