დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწავლის დაწყების პირველ დღეს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში აუდიტორია 115-ის წევრები აქციას გამართავენ. აქცია 10 საათზე დაიწყება.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია: ხელმისაწვდომი განათლება, გარე რეფერირების პრინციპის დანერგვა.
სტუდენტური თითმმართველობის ძირეული რეფორმა და სტუდენტურ საცხოვრებლებში პირობების გაუმჯობესება.
თსუ-ს ახლად არჩეული რექტორი გიორგი შერვაშიძე სტუდენტებს დიალოგის რეჟიმში გადასვლას სთავაზობს და აცხადებს, რომ რექტორის კარი ყვალასთვის ღიაა.
„მე მგონია, რომ ავტონომიის საკითხი ძალიან საინტერესო საკითხია, უნივერსიტეტი არის ავტონომიური დაწესებულება, თუმცა, რეალური ავტონომია ბევრი მიმართულებით არის მისაღწევი, ამისთვის ჩვენ უნდა გავატაროთ სერიოზული ცვლილევბები, ვაპირებთ, რომ ინიცირება გავაკეთოთ საკანონმდებლო ცვლილებებისა, მზად ვარ, ბევრი საკითხი გავითვალისწინო და ბევრი რამ შევთავაზო, _ განაცხადა გია შარვაშიძემ.