ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში მოხდა ძლიერი აფეთქება, რის შედეგადაც დაიღუპა 60 წელს გადაცილებული მამაკაცი.
აღნიშნულ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზებს ექსპერტები ადგენენ. "ყაზტრანსგაზის" ბრიგადები ადგილზე პოლიციასთან ერთად მუშაობენ.
წინასწარი ინფორმაციით, გაზის გაჟონვა მოხდა. თვითმხილველები ამობობენ, რომ აფეთქების შემდეგ ბინაში მყოფი მამაკაცი შველას ითხოვდა და ვერ ახერხებდა გარეთ გასვლას.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სახანძრო სამსახურიც დაგვიანებით მივიდა, რის გამოც მამაკაცმა გარეთ გასვლა ვერ შეძლო და დაიღუპა.