გუშინ წინ ღამით, ჩოხატაურში სოფელ ზომლეთში ყაჩაღობა მოხდა. დამნაშავეებმა 64 წლის ჯ.ბ, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა სასტიკად სცემეს და 1000 ლარი წაართვეს.
_ წინა დღით ძროხა გაყიდა და იმის ფული ჰქონდა. დაახლოებით 8 საათი იყო, როცა სახლში შეუვარდნენ და თითქმის 4 საათის განმავლობაში აწამებდნენ. საშინლად არის ნაცემი, _ გვითხრეს დაზარალებულის მეზობლება.
ფაქტი დაგვიდასტურეს საავადმყოფოშიც. ექიმების თქმით, მამაკაცს განსაკუთრებული დაზიანებები და ჭრილობები სახეზე აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
_ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღიწ წინ ყაჩაღობა მოხდა ლანჩხუთშიც _ სოფელ წყალწმინდაში, პოლიციის შენობის წინ შეიარაღებულმა, უნიღბო პირებმა "გალფის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს და სეიფი წაიღეს. ეს საქმეც გაუხსნელია.