ამ ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ადასტურებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ამ ტექსტის მიზანი მათთვის გაუგებარი იყო.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ლელა იმედაშვილის თქმით, მსგავს შეძახილებს ადგილი მართლაც ჰქონდა:
_ ქალბატონო ლელა, როგორ ფიქრობთ, “ქართული ოცნების” ჩოხატაურის ოფისი მსგავსი შეძახილით “გაგეღადავათ”?
_ არ ვიცი, რა იყო, მაგრამ მსგავსი შეძახილები ნამდვილად იყო და კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ.
ჩვენ შევეცადეთ აღნიშნული ფაქტის შესახებ კომენტარი კოალიციის ჩოხატაურის ოფისიდანაც მოგვეპოვებინა, თუმცა უშედეგოდ. კოალიციის შტაბის ხელმძღვანელის, გოჩა ჯიქიას თქმით, მან საკუთარი პოზიცია “გურია ნიუსის” რედაქტორისთვის გამოგზავნილ წერილში დააფიქსირა (აღნიშნულ წერილში საუბარია “ქართული ოცნების” ჩოხატაურის ოფისის პრეტენზიებზე ამ წერილის ავტორის მიმართ. კოალიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ ჩემს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დასმული შეკითხვა, შტაბის უმოქმედობის გამო მხოლოდ ჩემი შეფასებაა, რომელიც სახელისუფლებო მედიის შეფასებებს ჰგავს და ამის გამო, ჩემთან ურთიერთობაზე უარს აცხადებენ).
_ მე თქვენთან კომენტარებს არ ვაკეთებ.
_ ამ მასალას მე ვამზადებ.
_ მე უკვე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, _ აღნიშნა ჯიქიამ.
“ქართული ოცნების” პრესსპიკერი, მაია ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტი არ არის:
_ არ მგონი, ასეთ უმნიშვნელო ფაქტზე კომენტარი საჭირო იყო, თუმცა, მსგავსი ფაქტის შესახებ არაფერი მსმენია, _ გვითხრა ფანჯიკიძემ.