https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გურამ ჩალაგაშვილი ნინო წილოსანის წინააღმდეგ

11:09; 27.09.2016
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

არჩევნებამდე 15 დღით ადრე, "გურია ნიუსისა" და "Post ალიონის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებულ გადაცემა "ა’რჩევანში", ლანჩხუთი-ჩოხატაურის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები _ ნინო წილოსანი "ქართული ოცნებიდან" და გურამ ჩალაგაშვილი ბლოკიდან "პაატა ბურჭულაძე _ სახელმწიფო ხალხისთვის" ერთმანეთს დებატებში უნდა შეხვედროდნენ.

თუმცა, დებატების დაწყებისას გაირკვა, რომ წილოსანი სტუდიაში არ მოვიდოდა _ მმართველი გუნდის კანდიდატს, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებული ვიყავით ჩაწერის თარიღსა და დროზე, ჩვენთვის არც შეუტყობინებია, რომ დებატებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. როცა ტელეფონით დავუკავშირდით, გვითხრა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა და ნახევარი საათით დაიგვიანებდა. ამ ნახევარი საათის გასვლის შემდეგ, წილოსანს ისევ გავუგზავნეთ სატელეფონო შეტყობინება, რაზეც გვიპასუხა, რომ "მოსახლეობასთან შეხვედრა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო", ვიდრე საკმაოდ მაღალრეიტინგულ გადაცემაში მოსვლა, რომელიც სწორედ მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი. შესაბამისად, ეთერი მხოლოდ გურამ ჩალაგაშვილს დაეთმო.

_ ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქვეყანა როგორმე გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან _ იმ უმაქნისობიდან, იმ უუნარობიდან, რაც საქართველოში სუფევს. ყოველდღიურად მატულობს გაჭირვებული ადამიანების რიცხვი. ელემენტარულად იმის საშუალება არ აქვთ, რომ საკვები შეიძინონ. არაფერი კეთდება გარდა იმისა, რომ ბოლო დღეებში ადამიანებს ეგზავნებათ სმს-ები, რომლითაც მოსახლეობას ატყობინებენ, რომ რომელიღაც რაიონში, ამა თუ იმ ქუჩაზე რაღაცა კეთება. ეს სმს-ები მისდით იმათ, რომლებიც კონკრეტულ ქუჩებზე ცხოვრობენ და რომლებსაც ამ ქუჩაზე მსგავსი არაფერი უნახავთ, _ აღნიშნა გურამ ჩალაგაშვილმა გადაცემაში სტუმრობისას.

_ ეს პირადად გადაამოწმეთ?

_ რა თქმა უნდა. ჩოხატაურის მაგალითზე შეგვიძლია გოგიბერიძის ქუჩა ავიღოთ _ იქ ჩვენი აქტივისტები ცხოვრობენ და იმ პროექტის შესახებ, რომელზეც ინფორმაცია სმს-ით მიიღეს, არაფერი იციან, რადგან იქ არაფერი მსგავსი არ კეთდება. არა მხოლოდ აქ, ქვეყანაში არ კეთდება არაფერი. მსოფლიო კატასტროფული სისწრაფით მიდის წინ, ხოლო ჩვენ იგივე სისწრაფით მივდივართ უკან, _ აღნიშნა გადაცემაში ჩალაგაშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია საკმაოდ რთულ ვითარებაში მიმდინარეობს:

_ ხელისშეშლა ძალიან დიდია. ამ საკითხზე მონიტორინგს "სამართლიანი არჩევნებიც" აწარმოებს და მათ დასკვნაშიც მოხვდა, თუ როგორ დაიბარეს ჩვენი რამდენიმე აქტივისტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირებთან და გააფრთხილეს, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ გვერდით არ უნდა დადგნენ. გარდა ამისა, ყოველ ნაბიჯზე დაგვყვება ავტომანქანა, რომელშიც მსხდომები აკონტროლებენ, თუ ვის ოჯახში შევდივართ, ვის ვესაუბრებით, ვისთან მიგვაქვს ბუკლეტები და ა. შ.

ჩოხატაურისა და ლანჩხუთის დეპუტატობის კანდიდატმა კონკურენტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი კონკურენტი ის გაჭირვებაა, რომელიც ქვეყანაშია:

_ რაც შეეხება ინდივიდებს, არ მიმაჩნია, რომ ნინო წილოსანი ან აკაკი ჩხაიძე არიან იმ წონის კონკურენტები, რომლებსაც შეუძლიათ მოუგონ იმ გუნდის წარმომადგენელს, რომელსაც აქვს დღევანდელ ბიუჯეტზე გათვლილი რეალური პროგრამა. ეს არის პროგრამა, რომელზეც ვერც ერთი პარტია ვერ საუბრობს, რადგან ეს არის რეალური გზა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად.

_ რეიტინგებით თუ ვიმსჯელებთ, წილოსანს და ჩხაიძეს საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა აქვთ. რატომ ფიქრობთ, რომ ისინი არ არიან თქვენი კონკურენტები?

_ კონკურენტი რომ მყოლოდა, დღეს მე და თქვენ მარტო არ ვისხდებოდით სტუდიაში!

_ ფიქრობთ, რომ ნინო წილოსანს თქვენთან დებატების შეეშინდა?

_ არ მგონია, რომ პიროვნულად ეშინოდეს ჩემთან დებატების. ამ ადამიანს ეშინია იმის, რაც ყველამ კარგად იცის _ ის არის იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც, უხეშად რომ ვთქვა, ქვეყანა დააქცია და წაიყვანა უკან; ის არის იმ გუნდის წარმომადგენელი, რომლის  პოლიცია, პრაქტიკულად, არაფერს აკეთებს. მაგალითად ისიც კმარა, რომ საღამოს, წყალწმინდაში, ზუსტად პოლიციის შენობის წინ, "გალფის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს უნიღბო პირებმა და წაიღეს სეიფი. ის არის იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც ისიც კი ვერ შეძლო, რომ 4 წლის მანძილზე, ჩოხატაურში ერთზე მეტი სოფლის გაზიფიცირება მოეხდინა. ეს ის გუნდია, რომელსაც სათქმელი არაფერი აქვს და მაინც უტუხად მიდიან მოსახლეობასთან და ეუბნებიან: ეს ოთხი წელი ვერაფერი გავაკეთეთ, მაგრამ კიდევ ოთხი წელი გვანდეთ ქვეყანა და მაშინ გავაკეთებთო.

_ თქვენ "ქართულ ოცნებაზე" საუბრობთ, მაგრამ აკაკი ჩხაიძე არც ერთ პარტიას არ წარმოადგენს… ისიც არ მიგაჩნიათ თქვენს კონკურენტად?

_ რამდენიმე თვის წინ აკაკი ჩხაიძემ განაცხადა, რომ კანდიდატურის დაყენების საკითხი ხელისუფლებასთან შეათანხმა. იქვე დასძინა, რომ როგორც კი გაიმარჯვებს, მეორე დღესვე გახდება "ქართული ოცნების" წევრი. რეალურად, "ოცნებიდან" დღეს გვყავს ორი კანდიდატი. მათ შეგვიძლია მესამეც დავუმატოთ _ დავით ჟღენტი, რომელიც მხოლოდ ჩოხატაურში მუშაობს და მხოლოდ ჩოხატაურელი ამომრჩევლის ხმის წაღებას აპირებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ხელისუფლებამაც და ჩხაიძემაც კარგად იციან, რომ ჩოხატაურში დღეს ჩვენთან გამარჯვება ძალიან გაუჭირდებათ და ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელიცაა.

გურამ ჩალაგაშვილმა ნინო წილოსანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატის კომპანია კორუფციულ გარიგებებშია ჩართული:

_ დოკუმენტები, რომელიც დღეს თქვენთან  მოვიტანე, მეგობრებმა გამომიგზავნეს. ღიად მქონდა ამაზე საუბარი ტელეფონით. ყველამ იცის, რომ მთელ საქართველოს უსმენენ და განსაკუთრებით, კანდიდატებს. შესაბამისად, "ოცნებისთვის" წინასწარ იყო ცნობილი, რომ მე მქონდა ეს დოკუმენტაცია, რომელიც ნინო წილოსანის და მამამისის ბიზნესსაქმიანობას ნათლად ასახავდა.

_ ამ დოკუმენტებში რა არის ახალი? ცნობილია, რომ წილოსანის კომპანიას პროკურატურა ბიუჯეტის კუთვნილი 65 მილიონის მითვისებას ედავება. ამაზე სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობს და როგორც წილოსანი ამბობს, სასამართლო გაარკვევს მტყუან-მართალს…

_ მხოლოდ ეს დოკუმენტები არ მომიტანია _ გარდა ამისა, რამდენიმე ათეული დოკუმენტია. ყველა მათგანი ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმულია. ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, წილოსანის კუთვნილ ვაგონშემკეთებელ კომპანიას 60 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს "საქართველოს რკინიგზის" მიმართ. რომ განვმარტოთ, "საქართველოს რკინიგზამ" მათ მისცა დაკვეთა, რომელიც არ შეასრულეს, თუმცა, ფული წინასწარ აიღეს. ბევრ კომპანიებს ფლობენ და ეს კომპანიები ჩართულები არიან ამ ყველაფერში.

ჩემ მიერ მოპოვებული კიდევ ერთი დოკუმენტით დასტურდება, რომ 2013 წელს, ნინო წილოსანის დედას, ქალბატონ ნუნუ წილოსანს, რომელიც დეკლარაციის თანახმად, დიასახლისია, აღმოაჩნდა 33 მილიონ 596 ლარი, რომლითაც შეისყიდა ვაგონშემკეთებელი ქარხნის დავალიანება. ეს არის საკმაოდ ბინძური მეთოდები, რომლითაც ხდება ფულის "გათეთრება". აქედან გამომდინარეა ის, რომ ქალბატონი ნინო კანდიდატია. მოგეხსენებათ, საკუთარ ბიზნესს სჭირდება დამცველი და თუ პარლამენტში იქნება ამ ბიზნესის ერთ-ერთი მეწილე, ცხადია, მას უფრო მეტად გარანტირებული აქვს დაცვა. პროკურატურა როგორც დღეს არის გაჩერებული და არ მიმდინარეობს ამ საქმის ძიება, ისევ ისე გაჩერდება.

_ თუმცა, წილოსანის მამა ბრალდებულია…

_ არა მხოლოდ მამა, მისი მეუღლეც _ ისინი გირაოთი არიან გარეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ამ ხელისუფლებამ აღძრა. ასევე, ყველამ კარგად იცის, როგორ მოხდა ეს კომპანია ამ ადამიანების ხელში და ვინ ეხმარებოდა მათ.

_ კეზერაშვილს გულისხმობთ? წილოსანი ამბობს, რომ მის ოჯახს კეზერაშვილთან საერთო არაფერი აქვს…

_ დღესაც ხდება ფულის გადინება ქვეყნის გარეთ და ამას ვერ დამალავენ. საუბარია არა ათასებზე და ათიათასებზე, არამედ მილიონებზე. ამ კომპანიებიდან გასული "შავი ფული" ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებაში მყოფი რამდენიმე ჩინოვნიკი თავს გრძნობდეს ბედნიერად. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ ჩინოვნიკებმა აიღეს თავიანთ თავზე ვალდებულება, რომ ქალბატონი ნინო გამხდარიყო დეპუტატობის კანდიდატი. ამიტომაც დაახმარეს "ოცნების" მთელი გუნდი.

_ ფიქრობთ, რომ მას მაღალჩინოსნები ლობირებენ?

_ ეს თავისთავად ცხადია. როგორ წარმოგიდგენიათ _ პროკურატურა ედავება ადამიანებს 65 მილიონს, კომპანიის ყველა მეწილე გირაოთია პატიმრობიდან გათავისუფლებული და 34%-იანი წილის მფლობელი, ამ კომპანიის ფინანსური მმართველი, რომლის ხელშიც ეს ფული გადიოდა, სახელისუფლებო კანდიდატია ერ-ერთ რეგიონში?!

_ კეზერაშვილი და ფულის გადარიცხვა ახსენეთ. იმის დამამტკიცებელი დოკუმენტიც გაქვთ, რომ წილოსანის კომპანია თავდაცვის ყოფილ მინისტრს ფულს ურიცხავს?

_ ფულის გადარიცხვა ოფიციალურად მიმდინარე პროცესია და ამის დამალვა შეუძლებელია. გარდა ამისა, საეჭვოა ისიც, რომ კომპანიის ფინანსურ მონიტორინგს არავინ ახორციელებს. არადა, კანონმდებლობით, 30 000 ლარს ზემოთ გახორციელებული ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია ექვემდებარება მონიტორინგს. წლების განმავლობაში მიმდინარეობს მილიონების გადარიცხვა და ამის მონიტორინგი არავის განუხორციელებია.

_ თქვენი სიტყვების დამადასტურებელი დოკუმენტები გაქვთ?

_ რა თქმა უნდა. ასევე, ჩემს ხელთ არსებულ დოკუმენტებში საუბარია იმაზე, როგორ შესწირა ბატონმა ბადრიმ ნახევარი მილიონი დოლარი სახელმწიფოს…

_ თუმცა, ეს 2004 წლით დათარიღებული დოკუმენტია…

_ 2013 წლით დათარიღებული დოკუმენტებიც მოვიტანე…

_ ეს გასაგებია, თუმცა, 2004 წელს გახორციელებული გადარიცხვაც ძალიან საინტერესოა _ მაშინ ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" იყო, რომლის გუნდის წევრი თქვენც იყავით. ყველასთვის ცნობილია, როგორ ხდებოდა მაშინ ბიზნესისთვის თანხების გამორთმევა..

_ 2004 წელს რა ხდებოდა "ნაციონალურ მოძრაობაში", ვერ გეტყვით, რადგან პარტიის წევრი 2014 წელს გავხდი.

_ არ იცოდით, რომ ბიზნესზე ზეწოლა ხდებოდა?

_ მაშინ ვიყავი ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე და ვაკეთებდი ჩემს საქმეს. ვიცოდი ისე, როგორც თქვენ _ მოსმენით, გაგონილით.

გურამ ჩალაგაშვილი მიიჩნევს, რომ მის მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით საგამოძიებო უწყება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს:

_ საქმე იმაშია, რომ ხელისუფლების რაღაც ნაწილი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს ამ ბიზნესიდან, ლობირებენ ნინოს, მის მოხვედრას პარლამენტში იმიტომ, რომ გაუგრძელდეთ ათასების ყოველთვიურად მითვისება.

_ საქმე ოფიციალურად არის აღძრული, და კიდევ რით უნდა დაინტერესდნენ?

_ მე აქ ბევრი დოკუმენტი წარმოვადგინე. რაც შეეხება პროკურატურის მიერ აღძრულ საქმეს, სასამართლო სხდომა 6 ოქტომბერს არის ჩანიშნული, სადაც მთავარი მოწმეები დაიკითხებიან და შემდეგ სასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად. თუმცა, ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე გადაწყვეტილებას არ გამოიტანენ. იმასაც ვერ გეტყვით, რას შეცვლის არჩევნების შემდგომ გამოტანილი გადაწყვეტილება _ გააჩნია, რა დონეზე გაიშლება კორუფცია და ვისთან რა რაოდენობის საჩუქრები გაიგზავნება კომპანიიდან.

_ ბატონო გურამ, საკმაოდ ბევრი ისაუბრეთ სხვებზე, კორუფციულ გარიგებებზე. რას იტყვით თქვენზე, იმ გუნდზე, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იყავით მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, ცესკო-ს თავმჯდომარე… მაშინ არ ხდებოდა კორუფციული გარიგებები და არ "თეთრდებოდა" ფული?

_ მარტივად ვიტყვი _ ათეულობით მილიონის გადარიცხვაზე მაქვს ხელი მოწერილი ამ ხნის განმავლობაში და დღეს ამ სტუდიაში ვზივარ მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ბევრი კომპრომატი ეძება ხელისუფლებამ, თუმცა, კორუფციული გარიგებები ვერ მიპოვეს.

_ სხვა კანდიდატებზე რატომ არ საუბრობთ, მაგალითად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელზე, რომლის წევრიც იყავით სამი თვის წინ და აქტიურად მუშაობდით  ნასაკირალის საარჩევნო მარათონში… ნინო კვიტაიშვილს კონკურენტად არ აღიქვამთ?

_ ნასაკირალში არჩევნები ჩატარდა 22 მაისს, მე კი 4 მაისიდან აღარ ვიყავი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. მიუხედავად ამისა, ბესო ქათამაძესთან ერთად ვიდექი ბოლომდე, რადგან ის ჩემი მეგობარია და მეგობრობას პარტიულობასთან საერთო არაფერი აქვს. რაც შეეხება კვიტაიშვილს, მას სიმართლე რომ გითხრათ, კონკურენტად არ აღვიქვამ, რადგან შეუძლებელია ამ ადამიანმა გაიმარჯვოს ჩოხატაურსა და ლანჩხუთში, _ თქვა გადაცემაში სტუმრობისას გურამ ჩალაგაშვილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი პარლამენტში უმრავლესობით მოხვდება.

გადაცემის სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

"Post ალიონის" და "გურია ნიუსის" ერთობლივი პროექტი"ა’რჩევანი: "არ იქნება წინსვლა, თუ დაგვეზარა მისვლა!"
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისფინანსური მხარდაჭერით.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელს ქვეყანას ვერ დავანგრევინებთ, ისიც ეყოფათ, რასაც უშვებიან ევროკავშირს

14:15; 29 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას

20:40; 28 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“დუმილის უფლებას რომ ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა”- გია ვოლსკი

14:42; 28 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ბაჩო ახალაია პროკურორს: ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ

14:24; 27 დეკემბერი, 2025

ქალბატონი, რომელსაც სამი წლის წინ ხანძარმა სახლი დაუზიანა, დახმარებას ითხოვს

ბაფეტი ქველმოქმედების რეკორდს ამყარებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები _ სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება

17:58; 29.12.2025
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზის განცხადებას ავრცელებს

17:54; 29.12.2025
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბობენტთა საყურადღებოდ!

17:33; 29.12.2025
მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

15:15; 29.12.2025
საზოგადოება

ქართველი გამომგონებელი, რომელმაც შობა შეცვალა – ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეოები

15:00; 29.12.2025
სამართალი

“მე თვითონ გაკვირვებული ვარ” – ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი

15:00; 29.12.2025
ზაფრანი

მოდა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

14:45; 29.12.2025
ზაფრანი

საუკეთესო საცოლეების სამეული

14:43; 29.12.2025
ზაფრანი

საქმროების სამეული

14:40; 29.12.2025
ზაფრანი

ჰოლივუდის რომელი ვარსკვლავი შეგეფერებათ

14:39; 29.12.2025
საზოგადოება

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

14:33; 29.12.2025
სამართალი

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი წარედგინება

14:24; 29.12.2025
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელს ქვეყანას ვერ დავანგრევინებთ, ისიც ეყოფათ, რასაც უშვებიან ევროკავშირს

14:15; 29.12.2025
საზოგადოება

ინტენსიური თოვის გამო, მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

14:06; 29.12.2025
სამართალი

არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

10:22; 29.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო