“ტესტირების პროცესი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 17 მაისიდან დაიწყო და 15 ივნისამდე გაგრძელდა. ელექტრონული ტესტირების მეთოდით სერტიფიცირება ცესკოში წელს პირველად განხორციელდა. ცესკომ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც სერტიფიცირების მსურველთათვის საგრძნობლად ამარტივებდა ტესტირების გავლის პროცესს. აღნიშნული ტექნოლოგია ცესკოში წარმატებით დაინერგა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირება მომავალშიც ამ სისტემით განხორციელდება.
ამ მეთოდის გამოყენებით გამოცდის ხანგრძლივობა ერთ საათს შეადგენს. თითოეული გამოსაცდელისთვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 30 საგამოცდო ტესტი შეირჩეოდა. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელს 24 ქულა უნდა დაეგროვებინა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში კი გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემოდა სერტიფიკატი.
სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით,” _ ნათქვამია ცსკო-ს პრესრელიზში.