რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, არ ვიცოდი, რომ იური შევჩუკი, რუსული როკ-ჯგუფის – „დედეტეს“ სოლისტი, ცნობილი მუსიკოსიაო.
„მე მითხრეს, რომ იგი ცნობილი მუსიკოსია, მაგრამ მე ის ვერ ვიცანი. პიტერში ბევრი მუსიკოსია და ყველას ხომ ვერ ვიცნობ სახეზე“, – ასეთი კომენტარი გააკეთა პუტინმა ერთ-ერთი საქველმოქმედო საღამოს შემდეგ, რომელზეც იგი იური შევჩუკს შეხვდა.