დუბაის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო სივრცე ნახევარი საათით დაიკეტა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც დუბაის აეროპორტში აცხადებენ, რეისები უსაფრთხოების მიზნით შეჩერდა, რადგან აეროპორტში არაავტორიზებული თვითმფრინავი შენიშნეს.
"ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა, რის გამოც ყველა ოპერატორს ვაცნობეთ, რომ აეროპორტში და სადესანტო ტერიტორიაზე 5 კილომეტრის რადიუსში არანაირი საქმიანობა არ არის ნებადართული,"_განაცხადეს აეროპორტში.
მაუწყებლის ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ აეროპორტში თვითმფრინავების რეისებმა დააგვიანა.
გავრცელებული ცნობით, მსგავსი შემთხვევა 12 ივნისსაც მოხდა, როდესაც აეროპორტი 69 წუთით დაიხურა.
როგორც ინციდენტთან დაკავშირებით არაბეთის გაერთიანებულ საემიროების ხელისუფლებამ განაცხადა, თვითმფრინავების ყიდვისა და გამოყენების წესები მკაცრდება.