ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის ნიშნების გამო ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ვულკანიდან მასიური მტვერი და ნაცარი 2 000 მეტრის სიმაღლეზე იფრქვევა.
ქვეყნის კატასტროფის სააგენტოს განცხადებით, 1 100-ზე მეტი ადამინი ევაკუირებულია, ხოლო კუნძულ ლომბოკისა და მთა ბარუჯარის მიმდებარე ტერიტორიაზე ასობით ტურისტს ეძებენ.
"ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ 398-მდე ტურისტს, რომელთა უმეტესობა ძირითადად უცხოელები არიან, რათა გაირკვეს მათი ადგილმდებარეობა და დაუყონებლივ ევაკუაცია განხორციელდეს,"_აცხადებენ კატასტროფის ცენტრში.
მათი ინფორმაციით, კვირა დღის შემდეგ, მთაზე ასასვლელ ექსპედიციაში 400-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.
როგორც ცნობილია, სამშაბათს ლომბოკის და ბალის აეროპორტებში ავია რეისების განხორციელება მიზეზის დაუსახელებლად შეფერხდა.
გავრცელებული ცნობით, ინდონეზიაში სულ 139 აქტიური ვულკანი მდებარეობს, ხოლო რინჯანი ერთ-ერთი მათგანია.