გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
როგორც "გურია ნიუსს" სააგენტოდან აცნობეს, 28 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 29 სექტემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ხოლო მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლიც.