პაატა ბურჭულაძის საარჩევნო გაერთიანება ახალი პოლიტიკური ცენტრი ”გირჩის” 16-მა მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა, შესაბამისად, „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბლოკს 16 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი არ ეყოლება, _ განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
”გუშინ გირჩმა დატოვა ბლოკი ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”. ბლოკი ასევე დატოვეს „გირჩის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმაც. 16 კანდიდატი იყო 16 მაჟორიტარულ ოლქში. ისინი არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, ბლოკს ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” საქართველოს მასშტაბით 16 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი არ ეყოლება“, _ განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მას კონკრეტული თანხის სანაცვლოდ პარტიაში დარჩენა შესთავაზეს.
”შემოთავაზება იყო. ესწრებოდა 30 კაცი შეხვედრას და მე მითხრეს, რომ 1 საათის განმავლობაში უნდა მომეგვარებინა რაღაც პრობლემა და თუ ამ პრობლემას მოვაგვარებდი, „გირჩის“ წევრებს სიიდან ამოიღებდნენ და მე დამტოვებდნენ. მე გამოვედი შეხვედრიდან და გავარკვიე, რა იყო ეს პრობლემა. მე უნდა მიმეტანა კონკრეტული თანხა”, _ განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.