"9 დღეც მოვითმინოთ და დასრულდება. ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა 2012 წელს. ახლა პირობითად ომი უნდა მოვიგოთ, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე. როგროც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში იდეალური საარჩევნო მდგომარეობაა.
"ჩვენ ეს 4 წელი ღირსეულად გავიარეთ. ვერავინ იტყვის, რომ არჩევნების გაყალბებაზეა საუბარი გარდა მათი აგონიური გამონათქვემებისა. იდეალური საარჩევნო სიტუაციაა. არავის მმართველ გუნდში აზრად არ აქვს, რომ არჩევნებში რაიმე ყალბი მოხდეს. კარგი განწყობა აქვთ ევროპელებსაც და ამერიკელებსაც. ნახეთ ელჩის განცხადება, რომ ნეტა ამერიკაში იყოს მსგავსი სიტუაციაო. დაბალანსებულია ყველანაირად. მათი ისტერიკებიც გასაგებია და ეს მათი გავრცელებულია. ამით ცდილობენ იმედი ჩაუტოვონ ამ 9 დღის განმავლობაში თავის თანამოაზრეებს”, _ განაცხადა ივანიშვილმა.