საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის მოთხოვნის წინააღმდეგია.
ამის შესახებ ივანიშვილმა შიდა ქართლის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი რაიმე მკვეთრი მოქმედების, ასეთი უკიდურესი გამოვლინების მათ მიმართ. შეიძლება ისინი ამას იმსახურებენ, მაგრამ ეს არ მოუხდება ქვეყანას, ჩვენს მომავალს, ვთხოვდი ამის მსურველებს, რომ თავი შეიკავონ მკვეთრი გამონათქვამებისგან. ჩვენ ჯობია სამართლებრივი სახელმწიფოს სტატუსი გვქონდეს. კანონმა ყველაფერი გადაწყვიტოს. მძიმე ქმედებები საზოგადოებისგან თავში არც უნდაგავივლოთ", _ აღნიშნა ივანიშვილმა.