დღევანდელ გადაცემაში ნახავთ _ რატომ ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომ ქალების ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია და რას ურჩევს ის პოლიტიკურ პარტიებს; რას ფიქრობს ამ საკითხზე პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახი კალაძე და რატომ ვერ მოხვდნენ ქალები პოლიტიკური გაერთიანების _ "პაატა ბურჭულაძე _სახელმწიფო ხალხისთვის" საპარლამენტო სიის ათეულში.
გადაცემის მეორე ბლოკიდან გაიგებთ რამდენად რთულია ქალი კანდიდატისთვის საარჩევნო მარათონი, რა წინააღმდეგობებია ამ გზაზე, როგორ მოხვდა პოლიტიკაში "ნაციონალური მოძრაობის" ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო კვიტაიშვილი, რომელთანაც დებატებზე უარი თქვა "ქართული ოცნების" კანდიდატმა ნინო წილოსანმა და დარჩება თუ არა პოლიტიკაში კვიტაიშვილი არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში.