საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პროკურატურა დღეს ძალიან წარმატებული უწყებაა.
"პირველი დღეებიდან თვალყურს ვადევნებ. გვახსოვს კუბლაშვილის სასამართლო ელემენტარულს არ აფორმებდა და არ აძლევდა მუშაობის საშუალებას. ყველაზე მეტად საქილიკო და სასაცილო გახადეს პროკურატურა პირველ წლებში. პროკურორი ბოლო განაჩენს სასამართლოსგან ელის. ეს არ ხდებოდა. დღეს პროკურატურა წელში გამართული, ძალიან წარმატებულია. ცალკეული გადაცდომები ყველა ქვეყანაში ხდება და შეიძლება აქაც მოხდეს, მაგრამ დამოკიდებულებაში ვერ დაგეთანხმებით, რადგან პროკურატურა დღეს ცდილობს არა პარტიის, არამედ საზოგადოებისთვის სასარგებლო როლი შეასრულოს“, _ აღნიშნა ივანიშვილმა შიდა ქართლის ჟურნალისტებთან შეხვედრისას.