ზემო ფონიჭალაში დაჭრილი 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გვიან ღამით გარდაიცვალა.
ექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში დაჭრილ მოზარდს ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც კლინიკა "მედ ჯორჯიას" ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს უმძიმესი ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებეული.
"მიყენებული ჭრილობის გამო დაზიანებული ჰქონდა მარცხენა ფილტვის ზედა წილიც. ფაქტიურად ორგანიზმი მთლიანად იყო დაცლილი სისხლისგან. ვინაიდან სისხლის დანაკარგი ძალიან დიდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაკედა, ვერ მოხერხდა ამ ახალგაზრდა პაციენტის გადარჩენა",_ განაცხადა ექიმმა ნავოლისი ქობულიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი "ქართული ოცნების" ღონისძიებაზე მოხდა, რასაც პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კრწანისის მე-7 ოლქში, ბექა ოდიშარია კატეგორიულად უარყოფს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი ზემო ფონიჭალაში, "ქართული ოცნების" ღონისძიებიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ამავე თემაზე: