ცოტა ხნის წინ ჩოგბურთელმა ქალმა, სერენა უილიამსმა მონაწილეობა მიიღო შოუში სახელწოდებით „სწრაფი ავტომობილები და ცნობილი ადამიანები”.
გასართობი ხასიათის გადაცემაში ცნობილი ადამიანები ნამდვილი რალის ავტომობილებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ამ ყველაფერს კი ვიდეოკამერები რეალურ დროში აფიქსირებდნენ.
სერენა უილიამსი მონაწილეებს შორის ყველაზე სუსტი აღმოჩნდა და საჭის ტრიალი იმაზე უარესად გამოუვიდა, ვიდრე ჩოგნის ქნევა.