საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შექმნა.
როგორც "გურია ნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ელექტრონული სისტემა უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს მოიძიონ ინფორმაცია, თუ რომელ საარჩევნო უბანზე შეეძლებათ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემა.
„პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და სახელის მითითების შემდეგ, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირები ავტომატურ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას საარჩევნო უბნის მისამართისა და საკონტაქტო ტელეფონების შესახებ“, _ აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში