საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დღეს ფიცს დადებენ. ფიცის დადების ცერემონია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში 14:00 საათზე დაიწყება. დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, უზენაესი სასამართთლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და სხვა მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებიან.
ფიცის დადების ცერემონიას საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი გახსნის. დღეს, ფიცის დადების შემდეგ 10 წლის ვადით საკონსტიტუციო სასამართლოში საქმიანობას შეუდგებიან პრეზიდენტის მიერ დანიშნული ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე და უზენაესი სასამართლოს მიერ განწესებული თემურ ტუღუში. კიდევ ერთ მოსამართლეს კი არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი წარადგენს.