ჰაიტის რამდენიმე რეგიონში ქარიშხალ „მეტიუს“ შედეგად კოკისპირულ წვიმებს, წყალდიდობასა და 240 კმ/სთ სიჩქარის ქარს ელოდებიან. მოსალოდნელ სტიქიასთან დაკავშირებით, ამ რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერ ქარიშხალს იამაიკასა და ჰაიტიზე ორშაბათს ელიან. მოსახლეობამ საკვები პროდუქტი და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთი უკვე მოიმარაგა.
იამაიკის პრემიერ-მინისტრმა ენდრიუ ჰოლნესმა, მოსახლეობას სტიქიური უბედურებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანა მეოთხე კატეგორიის ქარიშხლისთვის მზად არის.