უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში და საქართველოს ისტორიაში დისტანციური ლექციები ჩატარდება, _ განაცხადა განათლებისა და მეცნიერები მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საგამოფენო ცენტრ ”ექსპო ჯორჯიაში”, პედაგოგებთან შეხვედრისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.
”მოგეხსენებათ, ეს რა მნიშვნელოვანია. მილიონამდე ქართველი ცხოვრობს საქართველოს გარეთ და დასაკარგი ქართველები ჩვენ ნამდვილად არ გვყავს. ყველა პედაგოგი, ვინც ნებაყოფლობით ჩაერთვება ამ პროცესში, ეს ჩაეთვლება კრედიტებად და ეს ჩაეთვლება პედაგოგიურ საათებად”, _ განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.