_ ოზურგეთში, მეგობრობის ქუჩაზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, დადიოდა პოლიციელი გია ნემსაძე და მოსახლეობას სთხოვდა, ეჩვენებინათ ის ხელშეკრულებები, რომელიც დატოვეს მათ, ვინც ეს ანტენები დადგა. რომ ვკითხეთ, რისთვის სჭირდებოდა და იყო თუ არა ეს ზემდგომის დავალება, ის გვპასუხობდა, რომ არავის დაუვალებია, უბრალოდ, პირადად მე მაინტერესებსო, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” მეგობრობის ქუჩის მცხოვრებლებმა მიაწოდეს.
“გურია ნიუსი” ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად პოლიციელ გია ნემსაძეს დაუკავშირდა:
_ არ არის ეს საკითხი ტელეფონით სალაპარაკო და გასარკვევი.
_ მაშინ შეგხვდებით და გვეტყვით?
_ კი, _ გვითხრა მან.