საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მეორე ტურის ალბათობას არ გამორიცხავს.
ამნის შესახებ ივანიშცვილმა მცხეთა-მთიაეთის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ერთ მაჟორიტარულ ოლქში 8-9 კანდიდატი მონაწილეობს და ხმები გადანაწილდება, რაც მეორე ტურის ალბათობას დიდად ზრდის.
ივანიშვილმა მეორე ტურს დემოკრატიული მექანიზმი უწოდა და აღნიშნა, რომ საბოლოოდ ორ დარჩენილ კონკურენტს შორის „ქართულ ოცნებას“ დიდი უპირატესობა აქვს.
“რთული იქნება, პირველ ტურში 50 პროცენტი მოაგროვო. ბარიერი აწია „ქართულმა ოცნებამ“ 30-ის ნაცვლად 50-მდე. ძველი ბარიერი რომ დაგვეტოვებინა, პირველ ტურშივე გაირკვეოდა გასარკვევი. მეორე ტურებს ხატავენ ტრაგიკულად. ამ მეორე ტურებშია სწორედ დემოკრატიულობა. როდესაც 50 პროცენტიან ბარიერზე იყო საუბარი, ამბობდნენ, რომ მეორე ტური გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამას აქვს თავისი ხიბლი. ჩვენ დამატებით გამოცდილებას მივიღებთ და მკვეთრად დაფიქსირდება მოსახლეობის პოზიცია. ნუ აკნინებენ მეორე ტურებს. ბოლოს ორი კანდიდატი რჩება და უპირატესობა აქვს „ოცნებას“. პარტიულ სიაში 48-54 პროცენტს „ქართული ოცნება“ მიიღებს.
ასევე, მაჟორიტარულ არჩევნებში მინიმუმ 60, მაქსიმუმ 70 მაჟორიტარი უნდა გაიყვანოს „ოცნებამ“. ვიღაცები აკეთებენ განცხადებებს, რომ მაჟორიტარების ხარჯზე უნდათ პარლამენტში გასვლა. „ქართული ოცნება“ არის დომინანტი, დიდი უპირატესობით უგებს ყველაზე ახლოში მყოფ მიმდევარს, 2,5-ჯერ და 3-ჯერ უსწრებს“, _განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.