"გურია ნიუსისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "POST ალიონის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, არჩევნებამდე ზუსტად 5 დღით ადრე, სტუდიაში ლანჩხუთისა და ჩოხატაურის #60 ოლქში რეგისტრირებული კანდიდატები მათ მხარდამჭერებთან ერთად მოვიწვიეთ და დიალოგის ფორმატში შევეცადეთ, კანდიდატები ამომრჩევლებისთვის უკეთ გაგვეცნო.
გურამ ჩალაგაშვილი _ საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე ‐ სახელმწიფო ხალხისთვის”; თამილა ჟღენტი _ პროგრესულ‐დემოკრატიული მოძრაობა ("თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!"); ნინო კვიტაიშვილი _ საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; გურანდა მანაგაძე _ საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან‐ მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”; ტარიელ კალანდარიშვილი _ „შალვა ნათელაშვილი ‐ საქართველოს ლეიბორისტული პარტია”; ამირან ჭაღალიძე _ საარჩევნო ბლოკი „თოფაძე ‐ მრეწველები, ჩვენი სამშობლო” ამირან ჭაღალიძე; ნინო წილოსანი _ „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” ; დავით ჟღენტი _ დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი _ ეს ის კანდიდატები არიან, რომლებიც გადაცემაში მოვიდნენ.
#60 ოლქში რეგისტრირებული ორი კანდიდატი _ ლაშა ჯიბლაძე ბლოკიდან "კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე ‐ მემარცხენე ალიანსი” და დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი აკაკი ჩხაიძე გადაცემაში არ მოვიდნენ. ჯიბლაძემ არ მოსვლის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, ხოლო ჩხაიძემ, გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეგვატყობინა, რომ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდიოდა.
უყურეთ გადაცემას და გაიგებთ, როგორ მიდის საარჩევნო კამპანია გურიაში და რა კითხვები ჰქონდათ კანდიდატებს ერთმანეთის მიმართ.
გადაცემის მეორე ბლოკში კი კანდიდატების მხარდამჭერებს საშუალება მიეცათ მათთვის სასურველი კანდიდატისთვის შეკითხვა დაესვათ და პასუხებიც მიეღოთ.