გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი კიდევ ერთი დაჭრის ფაქტის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. დაჭრილია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოფელ მეჯვრისხევისა და ახალუბნის დეპუტატი "ქართული ოცნებდან" ლექსო ბუჯიაშვილი, რომელსაც დაზიანება თანაგუნდელმა, გამგებლის წარმომადგენელმა გიორგი ტატიაშვილმა მიაყენა, _ ამის შესახებ ინფორმაციას პირველი რადიო ავრცელებს. როგორც სააგენტო იუწყება“ მათ ინფორმაცია მიაწოდა "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მედეა აბაშიძემ.
აბაშიძის განცხადებით, დაჭრის ფაქტი გასულ ღამეს მოხდა და გამგებელმა ტატიაშვილმა ბუჯიაშვილთან ერთად ჭრილობები დანით, მის თანმხლებ პირსაც მიაყენა. აბაშიძის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა მომხდარს არ შსს არ ახმაურებს და ტატიაშვილი პოლიციიდან ხელწერილის დაწერის შემდეგ გამოუშვეს. აბაშიძის ინფორმაციით, დაპირისპირება თანაგუნდელებს შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მოხდა, თუმცა, დეტალები მისთვის უცნობია.