პოლონეთში ქალებმა აბორტის აკრძალვის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის დედაქალაქის ქუჩებში ქალები შავი სამოსით გამოვიდნენ, რითაც რეპროდუქციული უფლებების გამო მწუხარებას გამოხატავდნენ.
მაუწყებლის ცნობით, უცნობია აქციაში მონაწილე ქალების რაოდენობა და ასევე ისიც, გაიმართება თუ არა მსგავსი აქციები პოლონეთის სხვა ქალაქებში.
როგორც ცნობილია, კანონი, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს, ირლანდიისა და ასევე ევროპის ქვეყნების, ვატიკანისა და მალტას კანონმდებლობის მსგავსად აბორტზე კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქალი, რომელიც კანონს არ დაემორჩილება და აბორტს გაიკეთებს 5 წლით პატიმრობა ემუქრება, ხოლო ექიმიც ასევე პატიმრობით აგებს პასუხს.
როგორც ცნობილია, პოლონეთში აბორტი ძირითადად აკრძალულია და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში დაიშვება, როდესაც ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ნაყოფს შეუქცევადი დაზიანება ემუქრება ან ორსულობა გაუპატიურების ან ინცესტის შედეგია, თუმცა აღნიშნული შემთხვევა პროკურმა უნდა დაადასტუროს.
კრიტიკოსების თქმით, კანონის გამკაცრება გამოიწვევს თვითნებური აბორტების შემთხვევების გამოძიებასაც, რადგან თვითნებური აბორტის სიმპტომები განზრახ აბორტის ნიშნებს ჰგავს.
როგორც ცნობილია, კანონი ასევე ითვალისწინებს (IVF) სასუქის აკრძალვას, რაც მხოლოდ 1 ემბრიონის განაყოფიერების საშუალებას იძლევა.
კანონის მიხედვით აიკრძალება ასევე ემბრიონის გაყინვის პრაქტიკაც.
გავრცელებული ინფორმაციით, კანონს მხარს კათოლიკური ეკლესიაც უჭერს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პოლონეთთან შედარებით მკაცრი კანონები ირლანდიაში, ანდორაში, ლიხტენშტეინში, სან მარინოში და ჩრდილოეთ ირლანდიაში მოქმედებს.