შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ გვარამიას მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაცია "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა ამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურმა მიაწოდა.
უწყების ცნობით, გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 284-ე და 159-ე მუხლებით).