ბიძინა ივანიშვილს დღევანდელი განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ლეიბორისტების პარლამენტში ყოფნა შავი ლაქა იქნებოდა ქართულ პოლიტიკაში, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი "კურიერის" პირდაპირ ეთერში პასუხობს და 8 ოქტომბერს იპონის გაკეთებას ჰპირდება. როგორც ლეიბორისტთა ლიდერმა აღნიშნა, "ოცნების" იდეოლოგიური მოწინააღმდეგე სწორედ ლეიბორისტები არიან და ამის ეშინია ივანიშვილს.
„ივანიშვილის შეშფოთება გამოწვეულია არა იმით, რომ ლეიბორისტული პარტია ბარიერს გადალახავს, არამედ იმით, რომ ჩვენ მოვდივართ, როგორც სერიოზული ალტერნატიული ძალა, რომელსაც შეუძლია შექმნას დამოუკიდებელი მთავრობა ყოველგვარი კოალიციების გარეშე, ძალა, რომელსაც შეუძლია სისტემის და რეჟიმის შეცვლა, რეჟიმის მსხვრევა. იცის, რომ ყველაზე რეიტუნგული ძალა, რომელიც ჩვენ ხალხში სიყვარულით სარგებლობს ვართ ჩვენ და ჩვენ შეგვიძლია, როგორც მოჭიდავეები იტყვიან, 8-ში იპონზე გავაწვინოთ ივანიშვილი და მისი რეჟიმი და სწორედ ამ იპონის ეშინია ივანიშვილს,_ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.