წალკის რაიონში, სოფელ ტბეთში 32 წლის მალხაზ პაქსაძე საკუთარ სახლში მოკლეს. მოკლულს სხეულზე მრავლობითი ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, რომ შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული ზ. ხ. ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
”გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ხ.-მ წალკის რაიონის სოფელ ტბეთში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ მ. პ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. კონფლიქტში ასევე მონაწილეობდა გ.ხ.-ს ძმა – ზ.ხ., რომელმაც მკვლელობამდე მ.პ.-ს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება მიაყენა.
სამართლდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო", – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.