თურქეთში 12 000-ზე მეტ პოლიციელს მუშაობის უფლება შეუჩერეს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავებს სასულიერო პირ ფეთჰულა გიულენთან კავშირში ედებათ ბრალი.
გავრცელებული ინფორმაციით, გიულენს თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობაში ადანაშაულებს, თუმცა გიულენი, რომელიც 1999 წლიდან პენსივილიაში გადასახლებაში ცხოვრობს, თურქეთის ხელისუფლების მიერ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამართალდამცავებს მუშაობის უფლება მას შემდეგ შეუჩერეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, გაცილებით მეტი დროა საჭირო 15 ივლსს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დამნაშავეების საპოვნელად.
მისივე თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ 32 000 ადამიანი დაპატიმრებულია, ხოლო 2 523 სამართალდამცავს კი მუშაობის უფლება შეუჩერდა.
ამავე თემაზე:
თურქეთის განათლების სექტორიდან 27 000-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს
რის გამო დააპატიმრეს თურქეთში 42 ჟურნალისტი
თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს
დაკავებისა და გათავისუფლებების სერია _ როგორ ამყარებენ წესრიგს თურქეთში
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა ხორციელდება – თურქეთის პრემიერ-მინისტრი