ხვალ, საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით, საქართველოში IRI-ის მოკლევადიანი დამკვირვებლები ჩამოვლენ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს:
„საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით 5 ოქტომბერს საქართველოში IRI-ის მოკლევადიანი დამკვირვებლები ჩამოვლენ. დელეგაციას უხელმძღვანელებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი მარკ გრინი, დელეგაციის დანარჩენი წევრები კი არიან საერთაშორისო დელეგატები და ორგანიზაციის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, დამკვირვებლები თბილისში ერთი დღით დარჩებიან, არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეხვდებიან და მომდევნო დღეს გაემზგავრებიან რეგიონებში, სადაც 8 ოქტომბერს კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესს დააკვირდებიან. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი დააკვირდება საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას კიევშიც, ორგანიზაციის უკრაინის ოფისის თანამშრომლების მეშვეობით.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში იმყოფება 1 აგვისტოდან და საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას უკვე ორი თვეა აკვირდება. ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ახორციელებენ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს.
არჩევნების შემდეგ ორგანიზაცია გააკეთებს განცხადებას არჩევნების სრული პროცესის შესახებ”, _ ნათქვამია განცხადებაში.