"გურია ნიუსისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "POST ალიონის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, არჩევნებამდე ზუსტად 4 დღით ადრე, სტუდიაში ოზურგეთის ოლქში რეგისტრირებული კანდიდატები მათ მხარდამჭერებთან ერთად მოვიწვიეთ და დიალოგის ფორმატში შევეცადეთ, კანდიდატები ამომრჩევლებისთვის უკეთ გაგვეცნო.
თუმცა, ოლქში რეგისტრირებული 9 კანდიდატიდან სტუდიაში მხოლოდ 3 კანდიდატი მოვიდა. თუმცა, დავით მამალაძეს (ლეიბორისტული პარტია), არჩილ თალკავაძეს ("ქართული ოცნება) და გოჩა ძიმისტარაშვილს შორის (დამოუკიდებელი კანდიდატი) საინტერესო დებატები გაიმართა.
გადაცემის მეორე ბლოკში კანდიდატების მხარდამჭერებს საშუალება მიეცათ სასურველი კანდიდატისთვის კითხვა დაესვათ და პასუხებიც მოეცმინათ.