"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე "რუსთავი 2"-თან ავტომანქანის აფეთქების შესახებ კომენტარს აკეთებს. თარგამაძე აცხადებს, რომ მისი მანქანის აფეთქების დროს, სავარაუდოდ, სამი გამვლელი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თარგამაძის თქმით, ის და მისი მძღოლი დაშავებულები არ არიან.
"ჩვეულებრვად, ოფისიდან გამოვედი, ჩემი მძღოლი იჯდა საჭესთან. ამოვუხვიეთ კოლმეურნეობის მოედანზე. თავიდან ვერ მივხვდი. მეგონა, წინიდან გვესროლეს, როდესაც გადმოვედით, მე და ჩემს მძღოლს ფიზიკური დაზიანება არ გვაქვს, ყურებში ცუდად გვესმის.
სამწუხაროდ, სამი ადამიანი დაშავდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, ძალიან ვწუხვარ მათ გამო, ბედნიერი ვიქნებოდი სხვას არაფერი მოსვლოდა. თვითონ მანქანას რაც შეეხება, უკანა ნაწილი მოგლეჯილი აქვს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ , ჩადებული იყო უკან ეს ასაფეთქებელი, ან აკრული. როგორც ჩანს, უკან მოგვყვებოდა ადამიანი მანქანით, რომელმაც დააჭირა დისტანციონს", _ აღნიშნა თარგამაძემ.