გუშინ, "პირიმზესთან", "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. დაშავებული ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას სახის მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.
ინგოროყვას კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პაციენტი მკურნალობს. იგი ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებულია. ქალბატონს ტვინის შერყევა აღენიშნება.
გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ოთხი ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი სხვა კლინიკებში იყო გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.